ექსკურსიის დასახელება
|
ექსკურსია აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმსა და ძიძისეულ სახლში
|
ჩატარების ადგილი და დრო
|
საჩხერე-სავანე-მღვიმევის მონასტერი ,
2014 წლის 7 ივნისი
|
მოსწავლეთა ასაკი
|
8-9 წელი
|
ექსკურსიის თემა (1-2- წინდადებით)
|
აკაკი წერეთლის ბიოგრაფიის, სახლ-მუზეუმისა და ძიძისეული სახლის კარგად გაცნობა.
|
ექსკურსიის აქტუალურობა
|
ეს ექსკურსია აქტუალურია იმით, რომ ბავშვები თეორიულად ნასწავლ მასალას პრაქტიკულად განამტკიცებენ. საკუთარი თვალით ნახავენ იმ სახლს სადაც დაიბადა აკაკი. ასევე მოინახულებენ ძიძისეულ სახლს სოფელ სავანეში.
|
ექსკურსიის მიზნები
|
ექსკურსიის მიზანია მოსწავლეებს მოვანახულებინო აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი და ძიძისეული სახლი სოფელ სავანეში. საკუთარი თვალით ვანახო ის ადგილები სადაც დაიბადა და ბავშვობა გაატარა მათთვის საყვარელმა მწერალმა.მოინახულონ სად გაატარა ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები პოეტმა და სად გარდაიცვალა იგი. ექსკურსიის მიზანია ასევე ნახონ ადგილი, სადაც გააძიძავეს აკაკი და როგორ ატარებდა მისთვის უბედნიერეს წლებს სოფელ სავანეში. ჩემი მიზანია დიდი შთაბეჭდილება დატოვოს ბავშვებზე ყოველივე ამის მონახულებამ ,რომ მთელი ცხოვრება გაჰყვეთ ის ემოცია,რაც ამ ექსკურსიის შედეგად დარჩებათ.
|
ექსკურსიის მოსალოდნელი შედეგი
|
ბავშვებს კიდე უფრო გაუღვივდებათ პოეტისადმი სიყვარული. თეორიულად ნასწავლი და გაკვეთილებზე პრეზენტაციების საშუალებით ნანახი, კარგად დაამახსოვრდებათ.
|
ექსკურსიისათვის საჭირო რესურსები
|
ფოტო და ვიდეოაპარატი, საკვები,წყალი, სატრანსპორტო საშუალება.
|
ექსკურსიის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
|
ექსკურსიას დავიწყებთ სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან და პირდაპირ გავემართებით მღვიმევის მონასტერში. მოვილოცებთ, გადავიღებთ სურათებსა და გზას გავაგრძელებთ საჩხერეში. სახლ-მუზეუმის თანამშრომლისგან ბავშვები ძალიან ბევრ და საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ აკაკის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. დაუსვამენ კითხვებსა და გავაკეთებთ მოკლე პრეზენტაციას, რათა ბავშვებმა თავიანთი ცოდნა გამოამჟღავნონ. შემდგომ ამისა მესვეურების ნებართვის შემდეგ ბავშვები ითამაშებენ ეზოში და წავალთ სავანეში. ახლა სავანეში გატარებული წლების სესახებ მოისმენენ მასპინძლისგან და დავბრუნდებით უკან.
|
ექსკურსიის ხელმძღვანელი
|
მადონა დოღონაძე
|
ექსკურსიები
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий